მთავარი გვერდი


                                                        
            პორტფოლიო  წარმოადგენს  დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში შედგენილ ჩემს ნამუშევრებს. დმანისის მუნიციპალიტეტი_ ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში,ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში.დმანისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სოფელი იაღუფლო.სოფელის მცხოვრებლთა ძირითადად ნაწილს წარმოადგენს აზერბაიჯანელი მოსახლეობა.სკოლაც შესაბამისად არაქართულენოვანი მოსწავლეებითაა დაკომპლექსებული.ჩემთვის სრულიად ახალი გარემო,ტრადიციები და კულტურა დამხვდა იაღუფლოში,რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც პროფესიული კუთხით,ასევე აზარბაიჯანელების, საქართველოში მცხოვრები  ეთნიკური უმცირესობის გაცნობის მხრივ.მოსახლეობა გულღია, მხიარული, შრომისმოყვარე ხალხია, ჩასვლის დღიდან მეგობრულად შემხვდა მთელი სოფლი.პირველიდან  მეთორმეტე კლასის ჩათვლით ვასწავლი 147 ბავშვს ინგლისურ ენას.ინგლისურის შესწავლასთან ერთად, ვეხმარები მათ ქართული ენის უკეთ სწავლაში. მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სახალისო აქტივობების  გამოყენება და მათი შექება, წახალისება. გაკვეთილებზე  ვიყენებ სხვადასხვა სახის აქტივობებს, რათა გავზარდო მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიურად ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში. ვითვალისწინებ მათ  შესაძლებლობებსა და ინტერესებს.
         პირველი  წელია, რაც ჩავერთე პროგრამაში  ,,ასწავლე  საქართველოსთვის’’ და ვთვლი, რომ  ეს პროექტი ერთ–ერთი საუკეთესო შანსია პროფესიულად განვითარდე, მიღო გამოცდილება საჯარო სკოლაში მუშაობით.ეს პროექტი გვაძლევს სტიმულს და კარგ შესაძლებლობას, როგორც გამოცდილ მასწავლებლებს, ასევე  დამწყებ, ახალგაზრდა  პედაგოგებს ვაკეთოთ ჩვენი საქმე.

No comments:

Post a Comment