უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, თავისუფალ დროს კერძოდ ვამზადებდი ბავშვებს ინგლისურ ენაში,მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ჩავერთე ,,მაძიებლობის’’ 1წლიან პროგრამაში(ქ.რუსთავის მე–4 საჯარო სკოლაში ვიყავი მაძიელები მასწავლებელი)რაც ითვალიწინებდა მიეცათ დამწყებ პედაგოგთათვის საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე სწავლების მეთოდებს, მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება სკოლაში მუშაობის(ანაზღაურების გარეშე),ბავშვებთან ურთიერთობის და შეგვესწავლა კლასის მართვის სხვადასხვა სტრატეგიები. მიმაჩნია,რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი ამ პროგრამაში ჩართვა. როგორც დამწყებ მასწავლებელს,დიდი სურვილი მქონდა მიმეღო ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება და მომეპოვებინა სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი.ჩემი მონდომება და ეს პროექტი დამეხმარა ამ სურვილის განხორციელებაში. ვთვლი, რომ მაძიებლობა პირველი საფეხური და კარგი შანსია მომავალი მასწავლებელთათვის მიიღონ კვალიფიციურ პედაგოგებთან მუშაობის გამოცდილება.
პარალელურად,2013–2014 წლებში ვმუშაობდი ქ.რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ,,ნაკადული’’, სადაც გახსნილი იყო ინგლისური ენის შემსწავლელი წრე.
2014 ოქტომბრიდან ჩართული ვარ პროექტში ,,ასწავლე საქართველოსთვის’’ და ვმუშაობ დმანისის რაიონის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში,არაქართულ ენოვან სექტორში.
No comments:
Post a Comment