I კლასი
პირველმა კლასელებმა ანბანთან,10–ის ფარგლებში დათვლასთან,ფერებთან,კვირის დღეებთან და სიტყვებთან ერთად ასევე
ისწავლეს რამდენიმე მინი დიალოგი.
თვალსაჩინო მასალების,პლაკატეიბს დახმარებით
და მოსასმენილი მინი დიალოგების გამოყენებით პატარები
იმეორებენ ტექსტს დამოუკიდებლად.
__ Hello
children!
__ Hello!
__ How
are you Mr. Jolly?
__ Fine,thank
you.
__ Good
morning Bill,
__ Good
morning Joe.
მე–4 კლასი
კედლის გაზეთი
,, ზამთარი იაღუფლოში’’
2014 წლის ნოემბრის თვეში იაღუფლოს საჯარო
სკოლის მეოთხე კლასის
მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის
გაზეთი ინგლისურ ენაზე,მოიძიეს სხვადასხვა
სახალისო ლექსები ზამთრის თემატიკასთან,ახალ წელთან,თოვლის მოსვლასთან დაკავშირებით. ენთუზიაზმით აღსავსე პატარებმა თავად
გააფორმეს ფორმატი,დახატეს თოვლის ბაბუა, სანტაკლაუსი,თოვლის
დედოფალი და ნაძვის ხეები.საკუთარი ნახატები
დააწებეს ფორმატზე. მთელი კლასი იყო
ჩართული კედლის გაზეთის შესრულების
პროცესში.თითოეულმა მოსწავლემ დაწერა საკუთარი ლექსები ფორმატზე.
ყვავილები და მანქანები მისალოცი
ბარათისთვის
მე–4 კლასი
დეკემბრის თვეში მეოთხე კლასის
მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემატიკიდან გამომდინარე შექმნეს ფერადი ქაღალდებისაგან მშობლებისთვის მისალოცი ბარათების
გასაფორმებლად ყვავილებისა და მანქანების ულამაზესი კრებული.ბიჭებმა იმუშავეს მანქანების დახატვა–გამოჭრაზე,გოგონებმა დედებს დაუხატეს და გამოჩრეს სხვადასხვა ფორმისა და ფერის ყვავილები. გამოჭრილი ფიგურები დააწებეს
თაბახის ფურცლებზე.
მინი მაკეტი მუყაოს ქაღალდებისაგან დამზადებული
ფერმა
,, ბატონი ოუტის
ფერმა’’
მე–5 კლასი
იანვირის თვეში მეხუთე
კლასი მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის მიხედვით
გააკეთეს მაკეტი–,,ბატონი ოუტის ფერმა’’.მოაგროვეს მუყაოს ქაღალდები,წიწვები,ხის პატარა
ტოტები და იმუშავეს ფერმის
შექმნაზე.დახატეს,დააწებეს და გამოჩრეს მუყაოს ქაღალდებზე ყველა ცხოველი რაც ბატონ ოუტს ჰყავდა თავის ფერმაში
: ცხვრები, თხები, ძროხები,მამალი და ქათმები,
ფერმერის ცხენი ჰენრი.ასევე
გაკეთეს ბატონი ოუტის სახლი,ცხენის თავლა და ბეღელი,ღობე და საგუბარი წიწილებისა და ფრინველებისათვის. ინგლისური ენის
კაბინეტში მოსწავლეების ნამუშევრების კუთხეში განათავსეს მოსწავლეებმა შექმნილი მაკეტი.
გაკვეთილის გეგმა
საგანი: ინგლისური ენა
კლასი:
IV
მოსწავლეთა
რაოდენობა: რვა მოსწავლე
თემა: Jack and the beanstalk
მიზანი: მოსწავლეები
სურათის მიხედვით ისაუბრებენ ტექსტის ირგვლივ,შემდგომ გაეცნობიან
ახალ ტექსტს,წაიკითხავენ,თარგმნიან
მას.გახაზავენ ტექსტსში არსებულ უცხო სიტყვებს.
სტანდარტი: დII. 1.2. მოსწავლე იგებს მასწავლებლის ინსტრუუქციას.
დII. 1.4. მოსწავლეს
შეუძლია გრამატიკულად სწორი წინადადების აგება.
დ II.1.8. მოსწავლეს
შეუძლია ნაცნობი ლექსიკის მქონე ტექსტის გაება–თარგმნა.
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო,
ჯგუფური,ინდივიდუალური.
მეთოდი: ინტერაქციული მეთოდი, პაუზებით კითხვის მეთოდი.
აქტივობები და დრო : 1. მასწავლებელი
გამოიკითხავს
წინა მასალას და ეკითხება მთელ კლასს წინა გაკვეთილის სიტყვებს. 8 წუთი
2. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მოსწავლეებს და უსვამს
რამდენიმე შეკითხვას მთელ კლასს: 1. Do you love fairy tales?
2.Which of them do you know? 3. Do you like cartoons? 4. Which cartoons do you
watch on TV or in the computer? 5 წუთი
3. მასწავლებელი აძლევს ბავშვებს ინსტრუქციას და ყოფს მათ
2 ჯგუფად. სთხოვს მოიფიქრონ და 5 წუთის მერე ისაუბრონ სურათების მიხედვით და უპასუხონ მასწავლებლის
შეკითხვებს: What can you see in the first picture? Tell me what
things do you see there. What colour is the cow? Do you know who is this very
big man? What has he got in his bedroom?
სასწავლო რესურსები
: წიგნი,კალამი,ფანქარი,დაფა,ცარცი.
შეფასების ტიპები და მეთოდი
: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებას მისცემს
მასწავლებელი რამდნეიმე მოსწავლეს,წინასწარ შედგენილი შეფასების ცხრილის მიხედვვით.
31.03.2015 გაკვეთილის გეგმა
საგანი: ინგლისური ენა
კლასი:VII
მოსწავლეთა
რაოდენობა: 6
თემა:
What’s she is doing? (რას აკეთებს ის?) 54გვ.(listening-track 22)
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან,მოუსმენენ ახალ ტექსტს(დიალოგს)აწმყო განგრძობით დროზე და
მიხვდებიან უცხო სიტყვებს კონტექსტიდან გამომდინარე,შეასრულებენ ტექსტთან დართულ სავარჯიშოებს.
სტანდარტი: უცხ. ს.III. 1.1. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ინსტრუქციის გაგება.
უცხ.ს.III.
1.3. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის დიალოგის გაგება
უცხ.ს.III.1.5.
მოსწავლეს შეუძლია ჩანაწერის
ძირითადი შინაარსის გაგება.
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო,წყვილებში,ინდივიდუალური
მეთოდი: როლური თამაში,ინტერაქცია.
აქტივობები და დრო :N 1. მასწავლებელი გამოიკითხავს განვლილ მასალას (10წთ)
N2. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მოსწავლეებს:მთელი
კლასი აწმყო განგრძობილი დროის გამოყენებით გააკეთებენ როლურ თამაშს_მასწავლებელი აჩვენებს
მათ ჯესტიკულაციის და მიმიკების გამოყენებით რაღაც მოქმედებას და მოსწავლეება უნდა
გამოიცნონ რას აკეთებს სურათზე წარმოდგენილი პერსონაჟი იმ დროს.და დაფაზე დაწერონ ინგლისურად
სწორი ვარიანტი( 10წთ)
N3. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას მოსწავლეებს :2 ჯერ
უნდა მოუსმინონ ტექსტს მოსწავლეებმა და დაუკავშირონ დიალოგი წიგნში წარმოდგენილ ფოტოებს.(15წთ)
N4. შემოწმება:მთელი კლასი ამოწმებს ერთად და მასწავლებელი
აძლევს ახალი სიტყვების განმარტებას და დავალებებს.(6წთ)
სასწავლო რესურსები
:დაფა,ცარცი,კალამი,რვეული,პოსტერები.
შეფასების ტიპები და მეთოდი
: განმავითარებელი,განმსაზღვრელიშეფასება.(4წთ)
VII
კლასი
მინი პროექტი– ,, My personal web
page ’’
მეშვიდე
კლასის მოსწავლეებმა დეკემბრის
თვეში გააკეთეს მინი პროექტი ,,ჩემი პერსონალური ვებ გვერდი’’,სადაც ისაუბრეს
საკუთარ თავაზე,ოჯახზე,სამომავლო მიზნებზე
ოცნებებზე, რა ეხერხებათ,რისი გაკეთება
უყვართ ყველაზე მეტად თავისუფალ დროს.მისდევენ
თუ არა სპორტის რომელიმე
სახეობას და რა არის ყველაზე
პოპულარული აქტივობები მათ თანატოლებში.
კლასის ექვსივე მოსწავლემ
ისაუბრა საკუთარ ვებ გვერდზე და წარმოადგინა ვიზუალური მასალა.
VII
კლასი
პრეზენტაცია: ,,ორი მეზობელი
ქვეყანა–საქართველო და აზებაიჯანი’’
მეორე სემესტრის
დასაწყისში მეშვიდე კლასის
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფური პრეზენტაცია (2ჯგუფი) ,,ორი მეზობელი
ქვეყანა–საქართველო და აზერბაიჯანი’’, მოსწავლეებმა გეოგრაფიის
მასწავლებლს დახმარებით და სასკოლო
ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის
გსმოყენებით მოიძიეს ფაქტობრივი ინფორმაცია
საქართველოსა და აზერბაიჯანზე,მათ კულტურაზე,ისტორიასა და ტრადიციებზე,აქვთ თუ არა რაიმე მსგავსი ტრადიციები
ამ ორ ქვეყანას.ორივე ჯგუფმა ისაუბრა,ჯგუფის წევრებმა
დაუსვეს მეროე ჯგუფის
წევრებს შეკითხვები. წარმოადგინეს ვიზუალური მასალა,თავიანთი შექმნილი ორივე ქვეყნის
გერბის, რუკის ნახაზები და მოკლე მნიშვნელოვანი
ფაქტების ჩამონათვალი.გაკვეთილს ესწრებოდნენ
დირექტორი და გეოგრაფიის,ქართულის და მშობლიური
ენის მასწავლებლები.
VIII
კლასი
სპექტაკლი–,, ფიფქია და მისი მეგობრები’’
21 მარტს,ნოვრუზ
ბაირამობის დღესასწაულის საპატივცემულოდ მერვე
კლასიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს
სპექტაკლში ,,ფიფქია და მისი მეგობრები’’.ეს
იყო მათთვის პირველი
მონდომება და მცდელობაა წარმდგარიყვნენ მაყურებლის
წინაშე და ეთამაშათ სცენაზე.დიდი
ენთუზიაზმით ემზადებოდა თითოეული მოსწავლე
ამ დღისთვის. მასწავლებელთან და რამდენიმე მეათე კლასის მოსწავლესთან ერთად თავად გააფორმეს
სცენა,გააკეთეს მაკეტები და ნახატები, მოიძიეს სცენისთვის
კოსტუმები. სპექტაკლის სცენარი არ წარმოადგენს ყველასათვის ცნობილ და გავრცელებულ ვერსიას
ფიფიქია და შვიდი ჯუჯასი. ეს არის სრულიად
ახალი ვერსია მეგობრობაზე, სიმამაცესა და თანადგომაზე.
ფიფქიას დედა ავად უხდება
და დამწუხრებული გოგონა გასეშურება
ჩუმად უღრან ტყეში ჯადოქრის მოსაძებნად და დედისათვის წამლის
საშოვნელად. გზად მას მეგობრები
წითელქუდა და პეპი გრძელიწინდა,რომლებიც
მაშინვე გადაწყეტენ მის დახმარებას. ჯუჯებიც გულითადად შეხვდებიან ფიფიქიას გასაჭირს, მიაკითხავენ მონადირეს
და მისი დახმარებით მოიპოვებენ
ჯადოქრისგან წამალს.ერთგული მეგობრები გაეშურებიან სასახლისაკენ და გადაარჩენენ დედოფალს. მოსწავლეებმა სპექტაკლში
გამოიყენეს და იმღერეს 4 სიმღერა. გადაღებული და არსებობს სპექტაკლის
ვიდეო და ფოტო მასალა.
ქართულის მასწავლებელი,დირექტორი,ინგლისურის მასწავლებელი
X_XI
კლასი
ექსკურსია თბილისში
მაისის თვეში იაღუფლოს საჯარო
სკოლის მეათე და მეთერთმეტე
კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ჩვენს დედაქალაქს და დაათვალიერეს
მისი ღირსშესანიშნავი ადგილები.ექსკურსია დავიწყეთ
და პირველად ვესტუმრეთ ნარიყალასა
და მეტეხს,აბანოთუბანს და ალიევის პარკს.დავათვალიერეთ ბოტანიკური
ბაღი,ვიყავით მეჩეთში.საბაგიროთი გადავედით
მტკვრის მეორე მხარეს და გავიარეთ
მშვიდობის ხიდი. მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ და დაათვალიერეს ჯავახიშვილისა
და ჭავჭავაძის სახელმწიფო
უნივერსიტეტები სადაც ყველაზე მეტად სურთ გააგრძელონ
სწავლა და გახდნენ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები. ბოლოს ვიყავით
მთაწმინდაზე,სადაც ყველაზე მეტად იმხიარულეს
და გაერთნენ ბავშვები, შემოიარეს და იკატავეს თითქმის
ყველა ატრაქციონზე,გადაიღეს უამრავი
ფოტოსურათი და შებინდებისას ყველანი კმაყოფილები
და დაღლილები გავემართეთ სოფლისაკენ ჰერი ჰერითა და სიმღერ–სიმღერით.
XII
კლასი
კედლის გაზეთი– ,, ჩვენი სოფელი
– იაღუფლო “
მეთორმეტე კლასის
მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის
გაზეთი: ,,ჩვენი სოფელი_იაღუფლო’’,მოიძიეს ინფორმაცია
სოფლის წარსულზე და მნიშვნელოვან ფაქტებზე,მშობლიური ენის პედაგოგის დახმარებითა
და მითითებით რომელ საუკუნეში გაჩნდა სოფელი
პირველად,რატომ და ვინ უწოდა მას
იაღუფლო, როდის აშენდა სკოლა პირველად და ვინ იყო მისი დირექტორი. რა მნიშვნელოვანი მოვლენები
მოხდა სოფელში,ძირითადად რას საქმიანობს
სოფლის მოსახლეობა, რომელი მდინარე ჩამოედინება
სოფელში და იაღუფლოს ტბის წარმოქმნის ისტორია. მოსწავლეებმა გადაიღეს
სოფლის ლამაზი და გამორჩეული ადგიელბის ფოტოები
და გააფორმეს კედლის გაზეთი. კედლის გაზეთში
ინფორმაცია დაწერილია როგორც
ქართულ,ასევე ინგლისურ ენაზე და
წარმოდგენილია სკოლაში,ინგლისური ენის კაბინეტში.
იაღუფლოს საჯარო სკოლა
სოფლის ხედი, იაღუფლოს ტბა
No comments:
Post a Comment